სიახლეები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

28 ოქტომბერი, 2021
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
 
ზარათში, ჭოლევში, სორმონში, ნოღასა და მეჩხერში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 40 375 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 398 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 786 095 ლარს.
 
უახლოეს მომავალში დაიწყება კიდევ 7 სოფლის ცხუნკურის, ყუმისთავის ოფურჩხეთის გუმათის, ჟონეთის, ნამოხვანისა და საკირეს გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები და 1356 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.