სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა 16 წლამდელთა გოგონათა საფეხბურთო გუნდს გამარჯვება მიულოცა

18 ოქტომბერი, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხონის მერთან ერთად, 16 წლამდელთა გოგონათა საფეხბურთო გუნდს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ბრინჯაოს სიმბოლური ფიგურა გადასცა (ნიკეს ქანდაკება - თარიღდება ძვ. წ. 150-100 წწ. აღმოჩენილია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად). ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ კი გოგონათა გუნდი ფულადი პრიზით და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
 
გუნდმა საქართველოს 16 წლამდელთა ჩემპიონატში მეორე ადგილი მოიპოვა.
 
16-წლამდე გოგონათა შორის 7x7-ზე საფეხბურთო ფესტივალის ფინალური ეტაპი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით გაიმართა.
 
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხონისა და ადიგენის გუნდები დაუპირისპირდნენ. ხონმა მეორე ადგილი დაიკავა.
 
ფესტივალი ერთი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. გოგონათა საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა 400-მდე გოგონამ მიიღო.
 
პროექტი ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასთან ერთად შეიმუშავა.
 
ხონში გოგონათა ფეხბურთის გუნდი 2017 წლიდან არსებობს. არის იმერეთის ჩემპიონი მოსწავლეებს შორის და კოკა-კოლას თასის პრიზიორი.