სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში იმერეთის თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქალაქის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. მხარისა და ხელისუფლების პირველმა პირებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და თეატრალური იმერეთის დაწყება მიულოცეს.
ფესტივალი რეგიონში უკვე მეხუთედ ტარდება და მისი ორგანიზატორები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და ქალაქ ქუთაისის მერია არიან.
ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დასმა გახსნა სპექტაკლით „მარწყვის ცივი ტორტი“. თეატრალურ იმერეთში 12-ვე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებენ მონაწილეობას. ფესტივალის მიზანს რეგიონში კულტურის სფეროს განვითარება წარმოადგენს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |