სიახლეები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები ხორციელდება

12 ოქტომბერი, 2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
 
დაბაძველში, ძუყნურში, ლეღვაში, ხრესილში, ბუეთში, ჯონიაში, ქვედა და ზედა ჭყეპში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 52 515 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 776 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 462 700 ლარს.
 
გაზიფიცირების, 2019-2021 წლების, გეგმის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ კიდევ 6 სოფელის: გელათის, მოწამეთას, ორპირის, ახალსოფლის, სამტრედიასა და ძიროვანის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აწარმოა. აშენდა 75 531 გრძივი მეტრი გაზსადენი და 873 აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს გაზიფიცირების საერთო ქსელში.