სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ტყიბულის რეგენერაციის გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, პროექტის ჯგუფის ლიდერი ვიტოლდ სარტორიუსი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, მოქალაქეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტყიბულში არსებული ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სოციალური მდგომარეობა. დეტალურად იმსჯელეს იმ ლოკაციებზე, სადაც მომავალში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებების გატარება იგეგმება. განხილვის პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.
იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2021-2022 წლებში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 69 656 927 ლარია გამოყოფილი.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კომისიის მიერ მოწონებული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.
სრიგპ ითვალისწინებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მიზნად ისახავს გარკვეული განსახორციელებელი ამოცანების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივ დელეგირებას, სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |