სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში პედაგოგების მიღება გაიმართა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა 80-მდე პედაგოგს მადლობის სიგელები, ექვს მათგანს კი განსაკუთრებული ღვაწლისთვის სამკერდე ნიშნები გადასცეს.
პედაგოგების დაჯილდოვების ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ ყოველ წელს იმართება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |