სიახლეები

წყალტუბოში იუსტიციის სახლი გაიხსნა

1 ოქტომბერი, 2021
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში გივი ჭიჭინაძემ წყალტუბოში იუსტიციის სახლი გახსნეს.
 
სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე წყალტუბოშიც არის შესაძლებელი.
 
წყალტუბოს იუსტიციის სახლი რიგით 27-ე არის ქვეყნის მასშტაბით, სადაც
მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული.
 
წყალტუბოს იუსტიციის სახლში სსიპ იუსტიციის სახლის 14 თანამშრომელი დასაქმდა. ასევე, ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძეს საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს იმ სსიპ-ების თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, სიმბოლურად წყალტუბოს იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათები
აიღეს. ბარათის აღება მოქალაქეებისთვის უფასოა. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი.
 
იუსტიციის სახლში სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით გაიცემა.
 
ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 27 იუსტიციის სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.