იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის ადგილები მოინახულეს და საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
იმერეთში, იუსტიციის ახალ სახლებში, სახელმწიფო და კერძო სექტორის 450- ზე მეტი სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი. ამავე შენობებში განთავსდება ქორწინების სახლებიც.
,,ორი ძალიან მნიშვნელოვანი იუსტიციის სახლის პროექტის მშენებლობა დავიწყეთ თერჯოლასა და ზესტაფონში. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის ბოლოს დასრულდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ერთი იმ თვალსაზრისით, რომ ადგილზე მიიღებენ 450 - ზე მეტ მომსახურების სერვისს და მეორე ის, რომ აქ დასაქმდება ჩვენი თანამოქალაქეები“ - ზვიად შალამბერიძე.
თერჯოლისა და ზესტაფონის იუსტიციის სახლებში ჯამში სსიპ იუსტიციის სახლის 40- მდე თანამშრომელი დასაქმდება. მათთან ერთად განთავსდებიან იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სსიპ-ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ.
ზესტაფონსა და თერჯოლაში იუსტიციის სახლების მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.
დღესვე, იუსტიციის მინისტრი და მხარის რწმუნებული თერჯოლაში, დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ესტუმრნენ.