სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

17 სექტემბერი, 2021
სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
 
მხარის გუბერნატორმა ონლაინ შეხვედრაზე საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელა. ზვიად შალამბერიძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით ჩასატარებელ ღონისძიებებზე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ პროცესში და წარმოადგინონ, როგორც პროექტები ასევე წინადადებები.
 
დღევანდელ საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტმა: ქუთაისმა, წყალტუბომ, ჭიათურამ, ვანმა, ტყიბულმა და სამტრედიამ, 11 155 800 ლარის ღირებულების 10 პროექტი წარმოადგინეს. აღნიშნული პროექტებით გათვალისწინებულია ტურისტულ ლოკაციებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეებისა და ველობილიკის მოწყობა, საბავშვო ბაღის მშენებლობა და სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა.
 
საბჭოს წევრებმა ექვსი მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მხარი დაუჭირეს. ასევე, მოიწონეს სამი საპროექტო წინადადება.
 
იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2021-2022 წლებში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 69 656 927 ლარია გამოყოფილი.
 
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კომისიის მიერ მოწონებული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
 
2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.
 
სრიგპ ითვალისწინებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მიზნად ისახავს გარკვეული განსახორციელებელი ამოცანების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივ დელეგირებას, სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.