სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა

13 სექტემბერი, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. მხარის პირველმა პირმა რეგიონის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც იმერეთში ხორციელდება.
 
რეგიონში უახლოეს მომავალში იგეგმება სხვადასხვა მიმართულებით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გამოთქვამს მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს იმერეთთან და ერთობლივი პროექტები განახორციელონ.
 
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება თანამშრომლობის ფარგლებში გეგმავს ისეთი პროგრამების განხორციელებას, სადაც ჩართული იქნება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნეს-სექტორი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობები.
 
GIZ-თან თანამშრომლობით საქართველოში არაერთი პროგრამა განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.