სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტყიბულში, კომპანია “საქნახშირში“ დასაქმებულ მეშახტეებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მეშახტეებთან საწარმოში მიმდინარე ცვლილებები განიხილა და ანაზღაურების ახალი სისტემა და ხელფასების მატება დადებითად შეაფასა. აღინიშნა, რომ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, შახტების ტექნიკური მდგომარეობის რამდენიმეთვიანი კვლევის შემდეგ, შახტების განვითარების და ტექნიკური გადაიარაღების პროგრამის განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ასევე ხორციელდება შახტის ინფრასტრუქტურის განახლება, შრომის უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება, პერსონალის გადამზადება, წარმატებით მიმდინარეობს ანაზღაურების ახალი სისტემის დანერგვისა და მეშახტეების ანაზღაურების გაზრდის პროცესიც.
მეშახტეებმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორისაა მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევის, ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის აღდგენის, კურორტ “ცხრაჯვარის“ ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანებისა და სამედიცინო ცენტრის აშენების საკითხები.
მთავრობის მეთაურმა მინისტრებს მეშახტეების მიერ წამოწეული საკითხების უმოკლეს ვადაში განხორციელება დაავალა.
მეშახტეებთან შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე,იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, "საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკი და „კოალ ჯორჯიას“ დირექტორი, ზურაბ აღდგომელაშვილი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |