სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათები
აიღეს.
მთავრობის მეთაური კოვიდ-ბარათების გაცემის პროცესით დაინტერესდა. აღნიშნული სერვისის დანერგვის დღიდან ამ დრომდე, მხოლოდ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ 25 000 კოვიდ-ბარათია გაცემული.
ქუთაისის იუსტიციის სახლში პრემიერთან ერთად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა 17 აგვისტოდან დაიწყო. ბარათის აღება მოქალაქეებისთვის უფასოა. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი. ბარათზე პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული.
კოვიდ-ბარათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა, მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |