სიახლეები

რიკოთზე ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

1 სექტემბერი, 2021
რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
 
უკვე სექტემბერში დაგეგმილია ახალი გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა, რომელიც 6 ხიდისა და 3 გვირაბისაგან შედგება.
 
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად 2021-2024 წლებშია დაგეგმილი.
 
შესაბამისად, ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში მგზავრობას მხოლოდ 3-3.5 საათი დასჭირდება.
 
რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 70% საქართველოს მოქალაქეა.
 
COVID 19-ის გამოწვევის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ გაჩერებულა.