სიახლეები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრში თანამედროვე სტანდარტების ახალი საჯარო სკოლა აშენდა

1 სექტემბერი, 2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრში თანამედროვე სტანდარტების ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
 
მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
 
ასევე განხორციელდა სოფელ ვერტყვიჭალის და სოფელ მარელისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
 
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობა.