სიახლეები

ქუთაისში სავაჭრო ცენტრი „ვესთ ფოინთი“ გაიხსნა

25 აგვისტო, 2021
ქუთაისში სავაჭრო ცენტრი „ვესთ ფოინთი“ გაიხსნა. 5,300 მ 2 სივრცეში 44 ობიექტი არის წარმოდგენილი, სადაც 500-მდე ადგილობრივი დასაქმდა. აღნიშნულ ცენტრში ,,კარფურის“ ახალი ფილიალიც გაიხსნა.
 
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
სავაჭრო ცენტრ „ვესთ ფოინთში“ ფრანგულმა ბრენდმა ,,კარფური“ 50-ე ფილიალი გახსნა, ეს არის პირველი ჰიპერმარკეტი იმერეთში.
 
კარფურის ახალი ფილიალი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო საქონლის ფართო არჩევანს, როგორიცაა ახალი ხილი და ბოსტნეული, ბიო პროდუქტები, ბავშვის მოვლა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, „კარფურის“ ბრენდის ექსკლუზიური პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და ტექსტილი.
 
სავაჭრო ცენტრი „ვესთ ფოინთი“ პირველი მასშტაბური ობიექტია, რომელიც ქუთაისში გაიხსნა. აქ წარმოდგენილია, როგორც ტექნიკის ასევე სხვადასხვა სახეობის მაღაზიები. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ერთ სივრცეში მიიღონ ხარისხიანი მომსახურება.