სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
23 აგვისტოდან იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელთან და ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოეწყობა და მოსახლეობას საშუალება ექნება რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.
საუნივერსიტეტო სივრცეში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად 1000-დან 1500 ადამიანამდე აცრას. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით.
შეხვედრაზე გუბერნატორმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და კოვიდის მართვაში ჩართულ მედპერსონალს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.
23 აგვისტოს, 10:00 საათიდან ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსახლეობას ეძლევა საშუალება რეგისტრაციის გარეშე ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.
რეგიონში უახლოეს დღეებში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონში გაიხსნება.
#იმერეთი
#ჯანდაცვა2021
#ვაქცინაგვიცავს
#COVID19
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |