სიახლეები

წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრებ 420 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

14 აგვისტო, 2021
წყალტუბოში, დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე გადაეცათ. 420 დევნილი ოჯახი კი ახალ საცხოვრებელს უახლოეს მომავალში მიიღებს.
 
შესრულებული სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კობა გაბუნიამ დაათვალიერეს.
 
წყალტუბოში, დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი სანატორიუმების ყველა შენობა დაიხურება და წლების განმავლობაში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების მწვავე პრობლემა სრულად გადაიჭრება.
 
8 კორპუსი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ააშენა.
 
2021 წელი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია დევნილთა განსახლების მიმართულებით. წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებელს, ჯამში, 3000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. მიმდინარე წლის ბოლომდე, 20 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, მათ შორის 15 წყალტუბოში.