სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. გუბერნატორმა ონლაინ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვამდე მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა, რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, COVID-19-ის ვაქცინის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის იმუნიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.
,,იცით როგორი ეპიდვითარება გვაქვს რეგიონში და მთლიანად საქართველოში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ რეგულაციები და მაქსიმალურად ჩავერთოთ აღსრულების ნაწილში. მუნიციპალიტეტებში სოციალური ღონისძიებები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და თავიდან ავირიდოთ ინფიცირების ზრდა. პრევენციული ღონისძიებების პარალელურად ხელი უნდა შევუწყოთ იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და ეფექტურად მიმდინარეობას. რეგიონის მასშტაბით სოფლად მდებარე ამბულატორიებში უკვე დაიწყო მობილური ბრიგადების მიერ აცრის მსურველი მოქალაქეების ადგილზე ვაქცინაცია. მსგავსი ღონისძიება უკვე განხორციელდა ათამდე სოფელში და აუცილებლად გაგრძელდება“ - ზვიად შალამბერიძე.
დღესვე საბჭოს წევრებმა 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს. პროგრამის ფარგლებში, 12-ვე მუნიციპალიტეტს წარმოდგენილი ჰქონდა საგრანტო კონკურსზე გასატანი პროექტები და ასევე საპროექტო წინადადებები. მოწონების შემთვევაში პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
იმერეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის ევროკავშირის მიერ 2021 წელს გამოყოფილია 9 627 200 ლარი. დაფინანსებას მიიღებს ის მუნიციპალიტეტები, რომელთა პროექტებიც შესაბამისი კომისიის მიერ იქნება მოწონებული.
2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.
2022 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმერეთისთვის 59 155 671 ლარია გამოყოფილი.
სრიგპ ითვალისწინებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მიზნად ისახავს გარკვეული განსახორციელებელი ამოცანების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივ დელეგირებას, სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |