დღეს ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის მესამე ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა.
ქუთაისის გენერალური გეგმის განხილვას იმერეთის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
,,ზოგადად გენერალური გეგმა უმნიშვნელოვანესია ქალაქის განვითარებისთვის და ამ შემთხვევაში ქუთაისისთვის. ჩვენთვის უმთავრესია და ხაზგასასმელია ის, რომ მაქსიმალურად საზოგადოების ჩართულობით მოხდეს ყველა იმ ეტაპის დაგეგმარება, რომელიც უნდა განხორციელდეს უახლოეს წლებში ჩვენს ქალაქში. მოქალაქეების აზრის გათვალისწინება აღნიშნულ პროცესში ერთ - ერთი პრიორიტეტია" - ზვიად შალამბერიძე.
განხილვაზე, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ წარმოდგენილი იქნა
მესამე ეტაპის (ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფცია; სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის სკოპინგის განაცხადი; ძირითადი გეგმარებითი რეკომენდაციები ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმისათვის) ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო ვერსია.
ქუთაისის გენგეგმა 4 მნიშვნელოვანი პოსტულატით განისაზღვრა: 1. ქუთაისი, როგორც ევროპის კარიბჭე; 2. ქუთაისი, როგორც დასავლეთ საქართველოს ცენტრი; 3. ქუთაისი, როგორც მწვანე ქალაქი 4. ქუთაისი, როგორც სინერგიული ცოდნის ქალაქი.