სიახლეები

ბაღდათში რევაზ ლაღიძის საიუბილეო 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება

10 ივლისი, 2021
ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიდი ქართველი კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის საიუბილეო 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ბაღდათის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ბაღდათის კულტურის ცენტრის ეზოში კომპოზიტორის ბიუსტი გახსნა. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დღესვე, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში ანსამბლ „ქართული ხმების“, „ჩვენი კვარტეტის“, ასევე ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობს.
 
,,ბედნიერებაა იყო იმ ქვეყნის და იმ კუთხის შვილი სადაც დაიბადა რევაზ ლაღიძე. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმა გუშინ და დღეს ბაღდათში მისი 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ჩვენთვის და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მისი სახელის უკვდავყოფა. სახელმწიფო და ჩვენი თანამოქალაქეები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ასეთი მამულიშვილების სახელი იყოს წარუშლელი" - ზვიად შალამბერიძე.
 
მუნიციპალიტეტში მეორე დღეა რევაზ ლაღიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
 
9 ივლისს ღონისძიების ფარგლებში რევაზ ლაღიძის სახელობის ბაღდათის კულტურის ცენტრში, საქართველოს პატრიარქის სახელით, ცნობილი საერთაშორისო სააღდგომო მე-16 ფესტივალის გაიმართა. საიუბილეო კონცერტის ეგიდით ბაღდათს ეწვია ფესტივალის საპატიო სამხატვრო მრჩეველი, ამერიკაში მცხოვრები ცნობილი პიანისტი და ბოსტონის New England Conservatory-ს პროფესორი ალექსანდრე კორსანტია. ასევე, საიუბილეო საღამოში მონაწილეობა ქუთაისის ოპერის სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო.
 
ლაღიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და იგი ბაღდათში ყოველ წელს გაიმართება.