სიახლეები

შრომის ინსპექციამ საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხრიდან რეკომენდაციების დაცვის უზრუნველსაყოფად, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

25 ივნისი, 2021
შრომის ინსპექციამ საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხრიდან რეკომენდაციების დაცვის უზრუნველსაყოფად, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. ამ მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე და სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი მაია მიქაია, იმერეთის რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი კვების ობიექტების მფლობელებსა და მმართველებს შეხვდნენ.
 
შეხვედრის ფარგლებში, რესტორატორები საქმიანობის რეკომენდაციების დაცვით წარმართვისთვის აუცილებელ ინფორმაციას გაეცნენ. შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა, აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს და მოქმედი შეზღუდვების შესახებ დეტალები გააცნეს.
 
შეხვედრები აჭარის რეგიონიდან დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება. უსაფრთხოების სტანდარტების გაცნობა ეკონომიკური დარგების მდგრადი გახსნის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.