სიახლეები

რეგიონების გუბერნატორებთან იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის განხილვა მოეწყო

24 ივნისი, 2021
ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ონლაინ შეხვედრა საქართველოს რეგიონების რწმუნებულებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს.
 
ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (GGP) წარმოადგენს საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთ–ერთ საგრანტო სქემას, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში.
 
საგრანტო კონკურსს იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველ წლიურად აცხადებს, წელს ეს პროექტი განკუთვნილია სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენად, რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად.
 
იაპონიის საელჩო თანამშრომლობს რეგიონულ თემებთან, რათა გამოავლინოს საჭიროებები და დაგეგმოს საგრანტო პროგრამა საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების შესაბამისად.
 
2020-2021 წელს, იაპონიის საელჩომ დააფინანსა 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (1’142’467 აშშ დოლარი) 12 პროექტი GGP გრასრუტების მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში. პროექტები განხორციელდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო ეკონომიკურად მოწყვლად დასახლებებს. შეიქმნა კრიტიკული ინფრასტრუქტურა სამედიცინო მხარდაჭერისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, საბავშვო ზრუნვის სისტემის განვითარებისა და სხვა სარგებლის შესაქმნელად.
 
ბოლო 20 წლის განმავლობაში, იაპონიის საელჩომ დააფინანსა თითქმის 200 პროექტი GGP ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.