სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეათე გამოშვებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრნენ და კურსდამთავრებულებს სასწავლო ლიცეუმის დასრულება მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საშტატო იარაღით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ (სამსახურებრივი საშტატო იარაღით 1 სამხედრო მოსამსახურე, უწყებრივი მედლებით 8 სამხედრო მოსამსახურე). ლიცეუმის კურსდამთავრებულებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.
2020 წელს ლიცეუმი 87-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 9 ოქროსა და 6 ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, სარდლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლიცეუმის პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები.
ლიცეუმი საქართველოში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |