სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარებისა და თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ. მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომელები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიცვათ იმერეთში ყველა ხანდაზმულთა პანსიონატი. სწორედ ეს ადამიანები არიან რისკჯგუფი, რომლებიც ყველაზე მეტად დგანან ვირუსის გავრცელების საშიშროების წინაშე. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თავშესაფარი იმერეთში და ამ პროცესს აუცილებლად გავაგრძელებთ“ - ზვიად შალამბერიძე.
„პანდემიისგან ყველაზე კარგი გამოსავალი იმუნიზაციის პროცესია. ხანდაზმულები რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აცრა ადგილზევე მოხდეს, რათა ეს პროცესი მათთვის უფრო კომფორტული იყოს “, -ამის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
10 მაისის მონაცემებით საქართველოში 62 447 აცრაა ჩატარებული.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!
#ვაქცინაგვიცავს
#StopCoV #COVID19
#ჯანდაცვა2021
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |