საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა დაიწყო.
მიმდინარე სამუშაო პროცესი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის 8.3 მილიონ ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
პროექტის მიხედვით, ქუთაისში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების, 50მ სიგრძისა და 25მ სიგანის საცურაო აუზი. აუზის კომპლექსი ითვალისწინებს სპეციალური სივრცეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისათვის (გასახდელები, საშხაპეები). სპორტკომპლექსში ასევე, შესაძლებელი იქნება სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური სივრცეებით სარგებლობა.
ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისთვის.
აუზის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.
ქუთაისის გარდა, სპორტკომპლექსების მშენებლობა დაიწყო კიდევ 3 დიდი ქალაქში - ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში.