სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და სხვადასხვა ბრიგადის მეთაურები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე კადეტებმა მიმოიხილეს თავდაცვის ძალების ისტორია, გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების თავგანწირვა, წარმოადგინეს როგორც მხატვრული, ასევე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წელს დაარსდა. სასწავლებელი 660-მა კადეტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულები სწავლას განაგრძობენ, როგორც საქართველოს ასევე, საზღვარგარეთის უმაღლეს სამხედრო და სამოქალაქო სასწავლებლებში.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |