სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ონლაინ პლატფორმის საშუალებით მერებთან, რეგიონში არსებული ეპიდვითარება განიხილა და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით რეგულაციების დაცვასა და კონტროლის მექანიზმზე იმსჯელა.
,,ვხედავთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში. შევდივართ იმ ფაზაში, რომელსაც მესამე ტალღა ქვია. საკმარისზე მეტი გამოცდილება გვაქვს კრიზისულ პერიოდში მუშაობის და უნდა გავაგრძელოთ პანდემიის მართვა მაქსიმალურად ეფექტურად. რეგიონში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 88 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გასულ დღეებთან შედარებით ციფრი გაიზარდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საგანგაშო სიგნალი იმერეთისთვის.
რეგულაციების დაცვის თვალსაზრისით აუცილებელია აღსრულების ნაწილის გამკაცრება და თითოეულ დარღვევაზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება. COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია პირბადეების სწორად გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა. გარდა ამისა, შეზღუდვების აღსრულების მიმართულებით, კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს 12-ვე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, გამოიყენეთ ყველა რესურსი და აკონტროლეთ მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება” - ზვიად შალამბერიძე.
ვიდეოკონფერენციისას სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობაზეც ისაუბრა.
#StopCoV #COVID19
#ჯანდაცვა2021
#იმერეთი
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |