სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ საერთო გამოწვევბზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს იმერეთის რეგიონთან თანამშრომლობის საკითხებზე.
უკრაინის ელჩმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია რეგიონის ტურისტული პოტენციალის, მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
მხარეებმა რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზეც ისაუბრეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |