სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
კოლეჯის გახსნის ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იყო სტუდენტების მიერ დამზადებული ნამუშევრების დათვალიერება.
კოლეჯ „იბერიას“ პროფესიული სტუდენტები განახლებულ გარემოში გააგრძელებენ სწავლას. აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში ყველა ასაკის 700-მდე მსურველი დაეუფლება სასურველ პროფესიას ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე.
,,კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტებით აშენებული პროფესიული კოლეჯი შეემატა ამ შემთხვევაში ქუთაისს და იმერეთს. ჩვენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ვაშენებთ და რეაბილიტაციას ვუტარებთ პროფესიულ კოლეჯებს. აქედან, ნაწილი წელს და ნაწილი მომავალ წელს შევა ექსპლუატაციაში. ჩვენს თანამოქალაქეებს ეძლევა საშუალება სხვადასხვა მიმართულებით მიიღონ უკვე პროფესიული განათლება, როგორც ქუთაისში ასევე, იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებში“ - ზვიად შალამბერიძე.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით პროფესიული განათლება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, გრძელდება მნიშვნელოვანი რეფორმები ამ სფეროში, რაც გულისხმობს კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება/რეაბილიტაციას, ახალი კოლეჯების მშენებლობას, მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვასა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება-გადამზადებას.
კოლეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.
#იმერეთი
#ქუთაისი
#პროფესიულიგანათლება
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |