სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული იაპონიის ელჩს შეხვდა

19 მარტი, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. იაპონიის ელჩმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია რეგიონში ბიზნესის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, კულტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
 
,,მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ელჩს იმისთვის, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად აირჩია იმერეთი და კონკრეტულად ქუთაისი. ეს მიუთითებს იმაზე თუ როგორი დაინტერესებაა იმერეთის და ქუთაისის მიმართ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ვისაუბრეთ სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც მიმდინარეობს და რომელთა განხორციელებაც შეიძლება ქუთაისსა და მთლიანად იმერეთში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არსებობას და შესაბამისად ამ მიმართულებით, ჩვენ აუცილებლად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ მომავალში“ - ზვიად შალამბერიძე.
 
იაპონიის ელჩის, იმამურა აკირას განცხადებით, მხარეები მზად არიან იაპონიასა და იმერეთის რეგიონს შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს სხვადასხვა სექტორში და ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმოს ერთობლივი პროექტები.