სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში განხორციელებული და გაეროს განვითარების პროგრამის ეგიდით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, შეხვედრები მუნიციპალიტეტებში გრძელდება. ჭიათურის, ქუთაისისა და ზესტაფონის შემდეგ შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტში დევნილ მოსახლეობასთან შედგა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, ხონის დევნილთა დასახლებაში ჩავიდნენ, პუმანიტარული პროდუქტი ჩაიტანეს და მათი საჭიროებები მოისმინეს.
,,ჩვენი ხელისუფლების მიზანია ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს თითოეულ დევნილ ოჯახს. ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს მუშაობას მთავრობა და დამატებით 1000 - მდე ოჯახს ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე გადავეცით საცხოვრებელი ბინა. მშენებლობა წელსაც გრძელდება და ასობით დევნილ ოჯახს კიდევ გადავცემთ საცხოვრებელ ფართს. გარდა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა, აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩაგრთოთ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროგრამებში და დაგეხმაროთ საჭიროებების მიხედვით. ხონის დევნილთა დასახლება ყოველთვის არის ყურადღების ცენტრში და ამის მაგალითია დღევანდელი შეხვედრაც. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში დღეს ჰუმანიტარული დახმარება გადმოგეცათ, მართალია ეს არ არის საკმარისი მაგრამ ყველა აქტივობა, რასაც ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ვეუბნები მათ მადლობას თანამშრომლობისთვის" - აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ხონის დევნილთა დასახლებაში შეხვედრაზე.
გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, იგეგმება რეგიონში დამატებით რამდენიმე პროექტი განხორციელდეს.
#იმერეთი
#გაეროს_განვითარების_პროგრამები
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |