სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის ხელმძღვანელებს შეხვდა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებისა და თანმიმდევრულად განხორციელების შესახებ დეტალურად იმსჯელა. აღნიშნულ პროცესში იმერეთში სულ 15 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 5 500 დოზა უკვე იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული, აქედან 2 000 დოზა ქუთაისშია.
რეგიონის მასშტაბით ყველა ამცრელი კაბინეტის მედ პერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები და მუნიციპალიტეტები მზად არიან აცრების ჩასატარებლად.
შეხვედრაზე ეპიდემიოლოგებმა ყურადღება გაამახვილეს COVID-19-ის ვაქცინაციის მიმღებლობაზე და აღნიშნეს, რომ ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.
დღეიდან ვაქცინაციის პროცესში ქუთაისის ოთხი სამედიცინო დაწესებულება ჩაერთო. 17 და 18 მარტიდან იმერეთის მასშტაბით კიდევ 11 ცენტრი დაემატება და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიწყება ვაქცინაცია.
ეროვნული გეგმის შესაბამისად შერჩეული პირველი პრიორიტეტული ჯგუფი - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებია.
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველოში უკვე ჩამოვიდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
#ვაქცინამუშაობს
#StopCoV #COVID19
#ჯანდაცვა2021
#იმერეთი
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |