სიახლეები

ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა

15 მარტი, 2021
ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა.
 
დღეიდან ვაქცინაციის პროცესში ქუთაისის ოთხი სამედიცინო დაწესებულება ჩაერთო. 17 და 18 მარტიდან იმერეთის მასშტაბით კიდევ 11 ცენტრი დაემატება და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიწყება ვაქცინაცია.
 
ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ქუთაისში ჩართულია: ევექსის ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი, ქუთაისის N 4 შერეული პოლიკლინიკა და ქუთაისის N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი.
 
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 5 500 დოზა უკვე იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული.
 
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველოში უკვე ჩამოვიდა.
 
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო სახელმძღვანელო უკვე შეიქმნა, იმუნიზაციისათვის მომზადებულ რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში სამუშაოდ, სადაც აცრების პირველ ეტაპზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შერჩეული პირველი პრიორიტეტული ჯგუფის - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები რეგისტრირდებიან.
 
ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად, მეორე აცრა 8-12 კვირის ვადაში კეთდება. აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა.
 
COVID-19-ით ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ით ვაქცინაციას!
 
აცრა ნებაყოფლობითია!
<img src="https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t51/1/16/1f449.png" alt="