სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

13 მარტი, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და კომიტეტის წევრი შალვა კერესელიძე, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონებში არსებული კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2021 წლის თებერვლიდან ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლს. მოკვლევის ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენს კოოპერატივის ძირითადი პრინციპის მუშაობის გაუმჯობესება.
 
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი რეგიონებში აქტიურად მართავს შეხვედრებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებთან.
 
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.