სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ნგრევად შენობებში მცხოვრები კიდევ 60 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს.
,, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახისთვის, ვინც დღეს ბინებით დაკმაყოფილდა. ეს ადამიანები უკვე წლებია ცხოვრობენ ისეთ პირობებში, რომელიც ნამდვილად არ არის მისაღები მათთვის. დღეიდან უკვე ახალაშენებულ კორპუსში ახალმოსახლეობას იზეიმებენ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტს და წლის ბოლომდე კიდევ 700 ოჯახს გადაეცემა ბინა იმერეთის რეგიონის მასშტაბით. ასევე გათვალისწინებულია პროექტის გაგრძელება 2022 წელშიც და პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა დევნილი არ იქნება დაკმაყოფილებული“ - ზვიად შალამბერიძე.
ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა.
ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.
#იმერეთი
#ქუთაისი
#ახალიბინებიდევნილებისთვის
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |