სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტის მერებთან და უწყებების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ზვიად შალამბერიძემ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით რიგი შეზღუდვების მოხსნის შედეგად, რეგულაციების დაცვასა და კონტროლის მექანიზმზე იმსჯელა.
,,აუცილებელია ეპიდვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის და შეზღუდვების შემსუბუქების რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა. ამ მიმართულებით რეგიონში მკაცრი კონტროლი უნდა განხორციელდეს. რეგულარულად უნდა მოხდეს საზოგადოების შეკრების ადგილების გაკონტროლება და თითოეულ დარღვევაზე შესაბამისი ღონისძიების გატარება. მაქსიმალურად ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ ლოკაციებზე, როგორიცაა ბაზრობები, კვების ობიექტები, რესტორნების ღია სივრცეები და სხვა ობიექტები, სადაც შეინიშნება ხალხის სიმრავლე და მაღალი რისკის მქონე ლოკაციებია. მნიშვნელოვანია, თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი. რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება.
ასევე, განსაკუთრებულად უნდა მივაქციოთ ყურადღება პირბადის სწორად ტარებასა და დისტანციის დაცვის აუცილებლობას. უნდა გავამკაცროთ რეგულაციების აღსრულება და ამისთვის, ყველა უწყებამ კოორდინირებულად გავაგრძელოთ მუშაობა. აუცილებელია მიმდინარე პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები - ზვიად შალამბერიძე.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, ვაქცინაციის პროგრამისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზეც იმსჯელა. საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს, ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება და პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამასთან, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზები რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს.
#იმერეთი
#StopCoV #COVID19
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |