სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ჭიათურის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას უტარდება სრული რეაბილიტაცია, სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება 400 000 ლარით.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ასევე აქტიურად ხორციელდება სოფლებამდე მისასვლელი ცენტრალური გზების მშენებლობა. ამჟამად საჩხერის გზატკეცილი-ზოდის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელზეც 600 000 ლარამდე არის გამოყოფილი რეგიონული განვითარების ფონდიდან.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერანტორებმა: იოსებ ხახალეიშვილმა და გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |