სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი მიიღო

4 თებერვალი, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოში მუდმივი წარმომადგენელს, ეჯირი იუკიჰიკოს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა დელეგაციის წევრებს რეგიონში არსებული საჯარო სკოლებისა და ამბულატორიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საერთაშორისო სააგენტო აღნიშნული საკითხით დაინტერესებულია და გეგმავს რეგიონში რამდენიმე დაწესებულების რეაბილიტაცია განახორციელოს. მხარეებმა ამ მიმართულებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე იმსჯელეს.
 
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენელმა შეხვედრის შემდეგ პროფესიული კოლეჯი ,,იბერია“ დაათვალიერა და ხელმძღვანელისგან სასწავლო პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლოდ გაცვლითი პროგრამების აუცილებლობაზე.
 
საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს ესტუმრებიან, რამდენიმე საჯარო სკოლასა და ამბულატორიის შენობებს ადგილზე დაათვალიერებენ. საერთაშორისო სააგენტოს მიზანია, შეარჩიოს შენობები და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განახორციელოს რეაბილიტაცი