სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს რეგიონის რწმუნებულებთან

27 იანვარი, 2021
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს რეგიონის რწმუნებულებთან.
 
ონლაინ ჩართვაში მონაწილეობდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. მან კომიტეტის წევრებს იმერეთში არსებული საკითხებისა და საჭიროებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
 
შეხვედრის მთავარ თემას რეგიონებში არსებული გამოწვევები და მიმდინარე საჭიროებები წარმოადგენდა.