სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერეში გამყოფი ხაზის სოფლებში ჩავიდნენ, სოფელ პერევის საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ და ბლოგ-პოსტთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ამასთან, სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.
სოციალური დახმარების კამპანიის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად, ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანია და პანდემიის ფონზე სოციალური დახმარების აქცია, 8 რეგიონში განხორციელდა. საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით, გადაეცათ, როგორც მცხეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.
ასევე, კოვიდპანდემიის ფონზე სოციალური დახმარება გაეწიათ კონფლიქტით დაზარალებულ 116-ვე სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |