სიახლეები

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარი, 2021
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
 
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.
 
,,ვულოცავ ამ დღეს ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ომში თუ მშვიდობაში ქართული დროშით და დროშის ქვეშ იცავს საქართველოს, მისი სახელი გააქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამაყად ატარებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს.
 
ქართული დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. 14 იანვარი არის დღე, რომელიც ყოველთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს და რომლის მნიშვნელობა უნდა იცოდეს ყველა თაობამ.
 
ეროვნული დროშა ქართველი ხალხის სიამაყეა, ქართველი ხალხის ძალა და ღირსებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და უნდა ვატაროთ ისე, როგორც ამას ჩვენი ისტორია და ქვეყანა იმსახურებს" - ზვიად შალამბერიძე.