სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად, ქუთაისის კლინიკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
თენგიზ ცერცვაძემ რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე მოისმინა ინფორმაცია და განაცხადა, რომ თბილისის შემდეგ, ქუთაისი კვლავ რჩება ვირუსის გავრცელების ცხელ წერტილად.
კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე, გაამახვილა ყურადრება ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკის შემცირების კონკრეტულ ღონისძიებებზე და გასცა რეკომენდაციები.
ქუთაისში კოვიდ პაციენტებს 10 კლინიკა ემსახურება.
მსგავსი შეხვედრა 14 იანვარს, იმერეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთანაც გაიმართება.
#იმერეთი
#StopCoV #COVID19
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |