სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხანძარს ებრძვიან იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, ხუთი კერის ლოკალიზება გვიან ღამემდე მოხერხდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზარათში, სადაც ყველაზე რთული ვითარება იყო. ადგილზე 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა და ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.
სოფელი ზარათი - ცეცხლი გაუჩნდა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე- მაშველთა პირადი შემადგენლობა და 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ასევე, ლოკალიზებულია ხანძარი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში. ცეცხლი გაუჩნდა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს და ბუჩქებს. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველითა პირადი შემადგენლობა.
დღეს ხანძარს ებრძვიან საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში. ცეცხლი მიუვალ ადგილებში გაჩნდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |