სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც ,,კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. გრძელდება მოსახლეობის აქტიური ტესტირება ანტიგენის ტესტით და ჩაუტარდება, საეჭვო სიმპტომების მქონე პირებს (სიცხე, ხველება, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი და ა.შ.). ასევე, პროგრამის ფარგლებში დამატებით გაიტესტებიან რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები და უსიმპტომო პაციენტები, ვისაც ექნება სურვილი, რომ გადაიმოწმოს თავისი სტატუსი.
,,რეგულაციები რაც არის გაწერილი აუცილებელია სწორად დავიცვათ, ვიმოქმედოთ შეზღუდვების შესაბამისად და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. თითოეულ ჩვენგანზე არის დამოკიდებული, ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება. ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს კრიტიკული ზღვარი, აღარ უნდა იყოს ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებლები, მზარდი მიმართვიანობა კოვიდკლინიკებში და რიგები. რეგიონის მასშტაბით სამედიცინო ცენტრებში მოსულ ყველა ბენეფიციარს საჭიროებისამებს გაუკეთეთ ტესტები და გაუწიეთ სრულფასოვანი მომსახურება“ - განაცხადა შეხვედრაზე ზვიად შალამბერიძემ.
კორონავირუსზე დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებას, სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო პროგრამა და ბენეფიციარს თანხის გადახდა არ უწევს.
#იმერეთი
#StopCoV #COVID19
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |