სიახლეები

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

31 დეკემბერი, 2020
2020 წელი ძალიან რთული და მძიმე იყო მსოფლიოსთვის და მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც. სამყარო აღმოჩნდა გამოწვევის წინაშე, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ამ ფონზე სხვა ყველაფერმა აზრი დაკარგა, თუმცა პანდემიამ კიდევ არაერთი პრობლემა შექმნა, რომელმაც თითოეულ ჩვენგანზე იქონია გავლენა. იმედია, ის, რაც ცუდი იყო, ამ წელთან ერთად დასრულდება და მომავალი წლიდან კვლავ აღმავლობის გზას დავადგებით, რომელიც ეტაპობრივად ისევ მოიტანს წინსვლას და კეთილდღეობას, ისევ მოვემზადებით და მივიღებთ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც არასოდეს აკლდა ჩვენს რეგიონს, გაგრძელდება პროექტები, რომელიც მართალია, არ შეჩერებულა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეფერხდა. დარწმუნებული ვარ, დავძლევთ ყველაფერს და გაორმაგებული ძალით გავაგრძელებთ წინსვლას ერთმანეთის მოფრთხილებით და ერთმანეთზე ზრუნვით.
 
გილოცავთ ყველას 2021 წელს ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, რომელმაც 2020 წელს ახალი სიცოცხლე დაიწყო. აქ თავმოყრილია მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რითაც იმერეთი ყოველთვის გამორჩეული იყო: კულტურით, განათლებით, ტრადიციებით და სიახლეებისადმი სწრაფვით. ვანის მუზეუმი რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და პანდემიის დასრულების შემდეგ იმერეთში ტურიზმიც ახალ სიცოცხლეს დაიწყებს.
 
გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, წარმატებებს, კეთილდღეობას. სიკეთე, სიხარული და ბედნიერება მოეტანოს თითოეულ ოჯახში ახალ წელს, რომელსაც მსოფლიო სხვა იმედით და სხვა მოლოდინებით ხვდება. გილოცავთ!
 
ზვიად შალამბერიძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული