სიახლეები

ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

30 დეკემბერი, 2020
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) შემადგენელ - ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
 
ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს, დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე კი, დროებით გაიხსნება ორმხრივი მოძრაობა.
 
ამ დროისთვის, უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი. აშენებული მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად.
 
ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახლად აშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, ამ 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.
 
წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ 70 კმ ჩქაროსნული გზა აშენდა.