სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ, დეცენტრალიზაციისა და საქართველოს ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ვიდეოკონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
საჯარო სამსახურის ბიურო, გაერთინებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მოხელეთა შეფასების არსებული სისტემის გაუმჯობესება და შეფასების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პროცესების დახვეწა.
,,შეფასების მიზანი მოხელის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენაა. ასევე, ის ხელს უწყობს საჯარო დაწესებულების ორგანიზაციულ განვითარებას. თანამშრომელთა საქმიანობის მართვა და შეფასება ყველა მენეჯერის ფუნქციის შემადგენელი ნაწილია. ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური რესურსებისა და ორგანიზაციის აქტივობების შედეგების მართვა, რადგან თანამშრომლის მიერ კარგად ან პირიქით, ცუდად შესრულებულ სამუშაოს აქვს პირდაპირი გავლენა ორგანიზაციის მიღწეულ შედეგებზე. გასული წლის შეფასების შედეგებით, ჩვენს რამდენიმე თანამშრომელს საკლასო ჩინიც მიენიჭა, რაც მისასალმებელია“-ზვიად შალამბერიძე.
პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა მოხელეთა შეფასების მეთოდოლოგიისა და შეფასების პროცესის დახვეწისა და განვითარების კუთხით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, ვიდეოკონფერენციით პერმანენტულად ახორციელებდნენ ჩართვებს და არსებულ გამოცდილებას უზიარებდნენ იმერეთის რეგიონში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს.
პროექტი პირველად იმერეთში განხორციელდა.
ვიდეოკონფერენციას იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |