სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ონლაინ კონფერენცია გამართა. ვიდეოკონფერენციისას, მხარის გუბერნატორმა პანდემიის მიმართულებით იმერეთში არსებულ მდგომარეობაზე, Covid-19-ის მართვის პროცესსა და ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
ზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია, რამდენად გამართულად მუშაობს ცხელი ხაზი რაიონებში და ყველას მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანონ თითოეული მოქალაქის საკითხი თუ პრობლემა.
ვიდეოკონფერენციისას სახელმწიფო რწმუნებულმა სოციალურ პაკეტზეც იმსჯელა. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრებ მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ნობათები გადაეცემათ. იმერეთის მასშტაბით სოციალური აქციით 10 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. რაც შეეხება ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის დარიგებას, მუნიციპალიტეტებში გაცემა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
დღევანდელ ონლაინ შეხვედრაზე 2020 წელს რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელეს. განიხილეს პროექტების მიმდინარეობა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ასევე სასკოლო, მრავალსართულიანი სახლების ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობის, დასასვენებელი სკვერების, სპორტული მოედნების, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების, სასმელი წყლის ქსელის მოწყობის, ამორტიზებული ხიდების აღდგენის, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმართულებით.
ზვიად შალამბერიძემ მერებს მისცა დავალება მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარისხიანად იყოს შესრულებული და თითოეული ობიექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.
ასევე, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა, სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზეც. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა სოფლისთვის გამოყოფილია გარკვეული თანხა და მოსახლეობა საკუთარი სურვილით ირჩევს პრიორიტეტებს რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული დაფინანსებით.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად 2021 წლის პრიორიტეტებზეც იმსჯელა.
ვიდეოკონფერენციას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ბესიკ გოფოძე და ლევან კიკნაველიძე ესწრებოდნენ.
#იმერეთი
#StopCoV #COVID19
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |