სიახლეები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

9 დეკემბერი, 2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში, სადაც სკოლამდელი განათლების დაწესებულება არასდროს ყოფილა, ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.
 
ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
 
საბავშო ბაღის მომსახურებით, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, საღანძილის თემის 5 სოფელი ისარგებლებს.
 
სკოლამდელი განათლების დაწესებულების მშენებლობა სოფელ საღანძილეში, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 700 000 ლარით დაფინანსდა.