სიახლეები

იმერეთის მასშტაბით სწრაფი ტესტირების ჩატარება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი

4 დეკემბერი, 2020
იმერეთის მასშტაბით სწრაფი ტესტირების ჩატარება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი.
 
,,პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრებზე ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რაც სწრაფ ტესტირებას უკავშირდება. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ერთობლივ ეფექტურ მუშაობას უკავშირდება, რათა ტესტირება ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს ხელმისაწვდომი როგორც დროის თვალსაზრისით, ასე ტერიტორიულად" - ზვიად შალამბერიძე.
 
მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის მართვის პროცესში დადგენილი შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყანის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში სახელმწიფო, დღეში, დაახლოებით 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. ამავდროულად, განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.